Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა გორის საშობაო ფესტივალ "გენეთლიაში" მიიღეს მონაწილეობა

2018 წლის 9 -10 იანვარს საქართველოს საპატრიარქოს, ქ. გორის, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიაში მეთორმეტედ გაიმართა ტრადიციული საშობაო ფესტივალი "გენეთლია", რომელშიც საპატრიარქოს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად მონაწილეობა მიიღო თბილისის წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა. წლევანდელი ფესტივალი ეძღვნებოდა ილია ჭავჭავაძის დაბადების 180 და საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს.
ფესტივალი გახსნა და მონაწილეებს შობა- ახალი წელი მიულოცა ატენისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა).
ფესტივალის ფარგლებში გაიმართა მოსწავლეთა სამეცნიერო შემოქმედებითი კონფერენცია ილია ჭავჭავაძისა და ავტოკეფალიის საკითხებთან დაკავშირებით, აგრეთვე მოსწავლე-მხატვრების კონკურსი, "ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების მოტივებზე. ასევე მოსწავლეებმა წარმოადგინეს მხატვრული შემოქმედება, გაიმართა ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა.
ფესტივალის მონაწილეები დააჯილდოვა ატენისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა).
ფესტივალს მიესალმა და მონაწილეებს წარმატებები უსურვა ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიამ /ჭანტურია/
ფესტივალის მონაწილეებს ასევე მიესალმა და გორის გიმნაზიას საჩუქარი გადასცა მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ.
ფესტივალის შედეგები შეაჯამა, მონაწილეებს წარმატებები უსურვა და მომავალ ფესტივალზე დაპატიჟა ატენისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა)





უკან დაბრუნება









კალენდარი
დეკემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ნინო სეთურიძე






























შემოსვლები
სულ: 619320 
დღეს: 75 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.