Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონში ლადო ასათიანის საიუბილეო საღამო გაიმართა

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში ქართველი პოეტის ლადო ასათიანის საიუბილეო საღამო გაიმართა,რომელიც წმიდა ნინოს სახელობის მე-5 კლასმა, პედაგოგ მაყვალა ანთაძის ხელმძღვანელობით წარმოადგინა.
„ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვსდევს „ - ეს სიტყვები გასდევდა ლაიტმოტივად, ლადო ასათიანის საიუბიულეო საღამოს, რომელიც წმიდა ნინოს სახელობის მე-5 ა კლასმა წარმოადგინა. ღონისძიების ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მაყვალა ანთაძე გახლდათ.
მოსწავლეებმა გაიხსენეს უდროოდ წასული პოეტის ცხოვრება. წაიკითხეს მისი ლექსები აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა თითქმის სრულად წარმოადგინეს ლადოს შემოქმედება, შეასრულეს პოეტის ლექსებზე შექმნილი სიმღერები (გალობის პედაგოგი მაია ნამორაძე).
საკონფერენციო დარბაზში შეკრებილი საზოგადოება, მოსწავლეთა მშობლები, პედაგოგები და უბრალოდ, ლადო ასათიანის პოეზიის მოყვარულები, ემოციებს ვერ მალავდნენ. ბოლოს ყველამ ერთად იმღერა ცნობილი „სალაღობო“
დაუკარით რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს
გაისარჯოს და ბრძოლებში დაიხარჯოს
გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას
საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს
საღამოზე მოსწავლეებს მიესალმნენ და პედაგოგს მადლობა გადაუხადეს საინტერესო, შინაარსიანი და აკადემიური საღამოსათვის, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის თავჯდომარე თამარ მიქავამ, კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორმა რუსუდან რევაზიშვილმა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ციცინო ანთაძემ,
ლადო ასათიანის შემოქმედებაზე ისაუბრა და მოსწავლეები და პედაგოგი მაყვალა ანთაძე დალოცა სკოლა პანსიონის დირექტორმა დეკანოზმა მირიან სამხარაძემ.





უკან დაბრუნება









კალენდარი
აგვისტო 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ლაშა სამხარაძე
- გიორგი გაჩეჩილაძე
- რატი ბუხრაშვილი






























შემოსვლები
სულ: 577317 
დღეს: 382 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.