Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის სადღეღამისო საცხოვრებელში ბარბარობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო გაიმართა

სკოლა-პანსიონის სადღეღამისო საცხოვრებელში ბარბარობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო გაიმართა.ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და უცხოეთიდან ჩამოსულმა ბავშვებმა, რომლებიც პანსიონის სადღეღამისო მომსახურეობით სარგებლობენ.
ჩვენი პანსიონი..დიდი ოჯახური კერიაა, სადაც სითბოს, სიყვარულის..თანადგომის, ზრუნვის ატმოსფერო სუფევს..
აქ, ამ ჩვენი სამშობლოსავით პატარა სივრცეში..საქართველოს ყველა კუთხის ბავშვი ათევს ღამეს..აქ ცხოვრობენ სხვადასხვა რელიგიის, მაგრამ ერთი სამშობლოს შვილები..ყველაზე მეტად ჩვენ ბარბარობა გვიყვარსო...ამბობენ ისინი და ამ დღისათვის განსაკუთრებით ემზადებოდნენ.
რეპერტუარიც კი თვითონ შეადგინეს
დაწერე....აბა ვის რა ეხერხება.....ვის რა ასდის უფრო ხელიდან.....რათქმა უნდა სამთაწყაროელი დათო და ქედელი ენრიკე ფანდურს დაუკრავენ ხოლო იმერელი მარიკა იმღერებს.....
მეც დავუკრავო სურვილი გამთქვა წელს გადმოსულმა ჰერეთელმა ლუკამ.....
მე ვიცეკვებო.... ჰერეთელმა გიორგიმ....
ლექს მე ვიტყვიო ხულოელმა ნაზიმ და ლიკამ......
მეც ვიგალობებო სვანმა ეკამ......მეცო, ხევსურმა ნონომ.
ნელი მასწავლებელმა..... მე რეგენტობას გავუწევო.....
ვიქტორინაც ჩავურთოთო...... ამ ყველაფრის ორგანიზატორმა, კორდინატორმა ნინომ..... ფოფოდია ნანა კი ამ ყველაფერს დაგვიგეგმავს და მხარში ამოგვიდგებაო.......
ლამაზი და სასიამოვნო საღამო სტუმრებმა დაგვიმშვენეს..გვეწვიენ გუგული და თამთა სოსო, რუსუდანი და მაყვალა მასწავლებელი - ხელდამდვენებული.......საგანგებოდ ხულოდან ჩამოვიდაშობელი სედიკო......
აბა ისე როგორ იქნებოდა და მაყვალა მასწავლებლის და გიორგის აჭარულმა დუეტმა საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.. და ბოლოს.. დედაომ -
ფოფოდია ნანამ მისებურად, თბილად, ტკბილად მოუყვა ბავშვებს ლამაზი ისტორიები.......მათი პანსიონში მოსვლის პირველი დღეები.. ....სხვადასხვა კურიოზები.. რომელთა თხრობამაც ცრემლი მოგვარა ყველას და მშობლიურობის გრძნობა გაასმაგა......
მამა მირიანის საახალწლო საჩუქარმა, შოკოლადების ნაკრებმა და სიურპრიზმა ყველა პანსიონელის გასართობ ცენტრ „ჯინო ფერედაისში“ გამგზავრების შესახებ, ყველა აღაფრთოვანა
ბედნიერი განწყობა დიდხანს გაჰყვებათ მათ….... სიხარი და ბედნიერება დაებედოს ყველა პანსიონელს,,,.





უკან დაბრუნება









კალენდარი
აგვისტო 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ლაშა სამხარაძე
- გიორგი გაჩეჩილაძე
- რატი ბუხრაშვილი






























შემოსვლები
სულ: 577306 
დღეს: 382 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.