Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

ინტელექტუალურმა კლუბმა " რა, სად, როდის" მუშაობა განაახლა.

ინტელექტუალურმა კლუბმა " რა, სად, როდის" მუშაობა განაახლა.

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სკოლა-პანსიონში, დირექტორის დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით მუშაობა განაახლა მოსწავლეთა ინტელექტუალურმა კლუბმა „რა, სად, როდის“.
24 ნოემბერს, გაიმართა შემოდგომა-ზამთრის სეზონის პირველი თამაში, რომელშიც IX- ა და IX-ბ კლასების გუნდები „მეგატვინი“ და „ნიკე“ მონაწილეობდა (გუნდის კაპიტნები: დემეტრე ვარდუკაძე და ალექსანდრე მოსიაშვილი).
კლუბისა და გუნდების თამაში ძალიან საინტერესოდ წარიმართა, გუნდმა „მეგატვინმა“ მოიპოვა ხუთი ქულა, „ნიკემ“ ექვსი ქულა და გადავიდნენ შემდგომ ეტაპზე. თამაშს ესწრებოდნენ პედაგოგები და მოსწავლეები. მონაწილეებს წარმატებები უსურვა ზოგადი განათლების მენეჯერმა მაყვალა ანთაძემ. დღევანდელი თამაში კლუბის დავალებით მიყავდა მეთერთმეტე კლასის მოსწავლეს მარიამ მაღრაძეს.
აღსანიაშნავია, რომ კლუბი დაარსდა რამდენიმე წლის წინ , მისი პირველი პრეზიდენტი გახლდათ თამარ სამხარაძე, ამჟამად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი. კლუბის კონსულტანტია კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი რუსუდან რევაზიშვილი.
მომდევნო თამაში გაიმართება უახლოეს მომავალში სადაც კლუბი ითამაშებს მეათე კლასელთა წინააღმდეგ. გისურვებთ წარმატებებს.





უკან დაბრუნება









კალენდარი
ოქტომბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ლუკა იასაღაშვილი
- ვალერი სიხუაშვილი
- ლუკა გოშაძე






























შემოსვლები
სულ: 604254 
დღეს: 227 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.