Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკილა-პანსიონის მოსწავლეები თავდაცვის სამინისტროს პირველ საარტილერიო ბრიგადას ესტუმრნენ და იუბილე მიულოცეს

2017 წლის 10 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები და პედაგოგები, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ხელმძღვანელობით საქართველოს შეიარაღებული ძალების I საარტილერიო ბრიგადას ეწვივნენ და საიუბილეო თარიღი მიულოცეს.
I საარტილერიო ბრიგადას დაარსებიდან 24 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე აღინიშნა. ბრიგადის პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯარების სარდალმა, გენერალ მაიორმა შავლეგო ტაბატაძემ მიულოცა.
საზეიმო ცერემონიალზე სკოლა-პანსიონის ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა "არსიანმა" მრავალჟამიერი შეასრულა. შემდეგ მოსწავლეებმა გენერალ შავლეგო ტაბატაძესთან და I საარტილერიო ბრიგადის მეთაურთან, პოლკოვნიკ ზურაბ თაბუკაშვილთან ერთად, სადღესასწაულო ტორტის გაჭრაში მიიღეს მონაწილეობა, ტორტის გაჭრის შემდეგ კი ერთად ისადილეს. სკოლა-პანსიონის დირექტორმა დეკანოზმა მირიან სამხარაძემ ბატონ შავლეგო ტაბატაძესა და I საარტილერიო ბრიგადის მეთაურს, პოლკოვნიკ ზურაბ თაბუკაშვილს გააცნო სკოლის მოკლე ისტორია და ის წარმატებები, რომელსაც სკოლამ, თავისი არსებობის მცირე დროის მანძილზე მიაღწია. ბატონმა შავლეგომ აღნიშნა, რომ ამ სკოლა-პანსიონის შესახებ ბევრი რამ იცის და მიაჩნია, რომ ეს სკოლა ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში.
სადილის შემდეგ, სკოლა-პანსიონის გაერთიანებულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა "არსიანმა" ბრიგადის სასადილოში საინტერესო საკონცერტო პროგრამა წარმოადგინა, რომელსაც ბრიგადის სრული შემადგენლობა ესწრებოდა.
კონცერტის შემდეგ მამა მირიანმა კიდევ ერთხელ მიულოცა ოფიცრებსა და ჯარისკაცებს საიუბილეო თარიღი და ბრიგადის მეთაურს მოწვევისათვის მადლობა გადაუხადა.





უკან დაბრუნება









კალენდარი
აგვისტო 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ლაშა სამხარაძე
- გიორგი გაჩეჩილაძე
- რატი ბუხრაშვილი






























შემოსვლები
სულ: 577305 
დღეს: 382 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.