Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონში ტრადიციული შემოდგომის ზეიმი გაიმართა, რომელიც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების 40 წლისთავს მიეძღვნა.

2017 წლის 4 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში /დირექტორი დეკანოზი მირიან სამხარაძე/ გაიმართა ტრადიციული შემოდგომის ზეიმი, რომელიც მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრების 40 წლისთავს. თავდაპირველად გაიმართა საშემოდგომო-საზეიმო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ სკოლა-პანსიონის სახელოვნებო მიმართულების /კოორდინატორი თამილა ფოლადიშვილი/ მოსწავლეები: საერთაშორისო ფესტივალ "მომავლის ვარსკვლავების" ლაურეატი, ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი "არსიანი" /ხელმძღვანელი დავით შანიძე/, ხალხურ საკრავთა ორკესტრი /ხელმძღვანელი მალხაზ ქოიავა/, გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი /ხელმძღვანელი დალი დაბრუნდაშვილი/, ქორეოგრაფიული ანსამბლი "არსიანი" /ხელმძღვანელი ჯონი დუგლაძე/
გამოფენა მოაწყვეს და მოლბერტებზე ნამუშევრები შეასრულეს სამხატვრო სტუდიის აღსაზრდელებმა /ხელმძღვანელი გაიოზ ზანდარაშვილი/.
შემოდგომის ზეიმს ამშვენებდა სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა და პროფესიული სწავლების სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა /მენეჯერი კახაბერ ვარდუკაძე/ თექის, ტანსაცმლის მოდელირების, ტიხრული მინანქრისა და ხეზე მხატვრული ჭრის სპეციალობებში /პედაგოგები: ანა მაისურაძე, რუსუდან არჯევანიძე, იოსებ ზანგალაძე, გია ალუღიშვილი/
ბოლოს მთავარი: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის /მენეჯერი მარიამ ანთაძე/ მოსწავლეთა მრავალფეროვანი შემოქმედება. ყველა კლასმა წარმოადგინა შემოდგომის მრავალფეროვნება, და საქართველოს ყველა კუთხისათვის დამახასიათებელი ნაირსახეობანი. ბავშვებმა, რომლებმაც აფხაზეთი წარმოადგინეს სიყვარულის, მეგობრობისა და ერთიანობის გზავნილი გაუგზავნეს თავიანთ აფხაზ თანატოლებს,
შემოდგომის ზეიმზე ტრადიციულად თონეში გამოცხვა პური, საწნახელში დაიწურა ღვინო, გამოიხადა არაყი, მოდუღდა თათარა, ამოივლო ჩურჩხელები, მოიხარშა ხინკალი, შამფურებზე შეიწვა მწვადი, ქვევრიდან დაჭაშნიკდა ღვინო.
საშემოდგომო ზეიმს მოსწავლეთა მშობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად უამრავი სტუმარი ესწრებოდა: მათ შორის იყვნენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საფრანგეთის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ატაშე ...., სრულიად საქართველოს შოთა რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი, პოეტი დავით შემოქმედელი, თბილისის საკრებულოს წევრი, ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი, დავით ჭელიძე, რელიგიის საქმეთა სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ცნობილი პოეტი ტარიელ ხარხელაური, ნაზალადევის გამგებლის მოადგილე ბეჟან, საპატრიარქოს თანამშრომლები, ცნობილი მსახიობები, მწერლები, მუსიკოსები, მხატვრები, მეზობელი სკოლის დირექტორები და პედაგოგები, უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგები და სტუდენტები,ბიზნესმენები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები, ლოტკინის უბნის მცხოვრებლები, წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის ტაძრის მრევლი.
შემოდგომის საღამოს ორგანიზებას უწევდნენ სკოლა პანსიონის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნანა /ციცინო/ ანთაძე და კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი რუსუდან რევაზიშვილი
შემოდგომის ზეიმი გვიან საღამომდე გაგრძელდა





უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ანა ბროლაძე
- ნინი გულედანი
- გიორგი შავიძე






























შემოსვლები
სულ: 613837 
დღეს: 190 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.