Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა პატივი მიაგეს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ხსოვნას

2017 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა პატივი მიაგეს საქართველოს ეროვნული გმირის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის მერაბ კოსტავას ხსოვნას.
მოსწავლეები და ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი "არსიანი" დილით ადრიანად გაემგზავრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში, სადაც 26 წლის წინათ - 1989 წლის 13 ოქტომბერს ავტოკატასტროფაში დაიღუპა მერაბ კოსტავა.
მერაბ კოსტავას სულის მოსახსენებიელი პანაშვიდი აღასრულა და მერაბ კოსტავას ღვაწლი ქართველი ერის წინაშე გაიხსენა- ეროვნული მოძრაობის ძველი გვარდიის წარმომადგენელმა, სკოლა-პანსიონის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ
მერაბის ღვაწლი ქართველი ერის წინაშე გაიხსენეს ასევე ეროვნული მოძრაობის „ძველი გვარდიის“ წარმომადგენლებმა: საქართველოს კონსერვატორული პარტიის ხარაგაულის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გია თავზარაშვილმა. ხარაგაულის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინა ჩხეიძემ, ხარაგაულის გამგებლის მოადგილემ პაატა გოგილაძემ, საკრებულოს წევრმა გივი თხელიძემ.
ქართული ხალხური სიმღერები შეასრულეს სკოლა-პანსიონინის გოგონათა ფოლკლორულმა ანსამბლმა "არსიანმა" /ხელმძღვანელი დალი დაბრუნდაშვილი/.
მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივი მიაგეს სოფელ ბორითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა, სკოლის დირექტორის, ეროვნული მოძრაობის ძველი გვარდიის წარმომადგენელმა სერგო ლაბაძემ.
შემდეგ სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა მოილოცეს უბისის მონასტერი, სადაც ასევე იგალობეს და მონასტრის ეზოში ჩაწერეს სიმღერის კლიპი.
მოსწავლეებს თან ახლდნენ დირექციის წევრები: პროფესიული სწავლების მენეჯერი კახაბერ ვარდუკაძე, კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი რუსუდან რევაზიშვილი, , ისტორიის პედაგოგი დავით ფერაძე, გალობის პედაგოგი მაია ნამორაძე.
ამავე დღეს სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა და პედაგოგთა მეორე ჯგუფი, ზოგადი განათლების მენეჯერის მარიამ ანთაძის ხელმძღვანელობით იმყოფებოდა მთაწმინდაზე სადაც მოინახულეს მერაბ კოსტავას საფლავი და პატივი მიაგეს მას, აგრეთვე მოინახულეს მერაბ კოსტავას მუზეუმი.





უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ანა ბროლაძე
- ნინი გულედანი
- გიორგი შავიძე






























შემოსვლები
სულ: 613837 
დღეს: 190 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.