Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

კულტურის ცენტრ "არტ.ჰოლში" სკოლა-პანსიონის სახელოვნებო მიმართულების მოსწავლეთა შემოქმედებითი საღამო გაიმართა

2017 წლის 17 ოქტომბერს კულტურის ცენტრ "არტ.ჰოლში" გაიმართა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის სახელოვნებო მიმართულების მოსწავლეთა შემოქმედებითი საღამო.
შემოქმედებითი საღამო გაიმართა ქ. თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დაფინანსებით საერთაშორისო ასოციაცია "არსიანის" პროექტის ფარგლებში "ერთო დღე დედაქალაქში".
საღამოზე მოწვეული იყვნენ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები 19 საჯარო სკოლის 52 მოსწავლე და 12 პედაგოგი.
საღამო გახსნა და საზოგადოებას საერთაშორისო ასოციაცია "არსიანის" სახელით მიესალმა პროექტის ავტორი და კოორდინატორი - ქეთევან სამხარაძე.
შემოქმედებით საღამოში მონაწილეობდნენ: 1. საერთაშორისო ფესტივალ „ მომავლის ვარსკვლავების" სამგზის ლაურეატი და "გრან-პრის"მფლობელი, I და II საგუნდო ფესტივალების გამარჯვებული, ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი, /ხელმძღვანელი დავით შანიძე/, 2. საერთაშორისო ფესტივალ "მომავლის ვარსკვლავების" სამგზის ლაურეატი, ნომინაცია - „ჟიურის სპეციალური პრიზის“, მფლობელი, გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი - “/ხელმძღვანელი დალი დაბრუნდაშვილი/, 3. საერთაშორისო ფესტივალ მომავლის ვარსკვლავების სამგზის ლაურეატი, ნიმინაციაში - „საუკეთესო ხალხურ საკრავთა ანსამბლი“ - გამარჯვებული, მესამე საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსის „ოქროს არგო - 2017“ - ის "გრან-პრის" მფლობელი, ხალხურ საკრავთა ორკესტრი, /ხელმძღვანელები მალხაზ ქოიავა, ალექსანდრე ხიზანიშვილი/. 4. ქალაქ ბაქოს საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალის პირველი ადგილის მფლობელი და ბულგარეთის ქალაქ სილნიაჩევ ბრიაგის საერთაშორისო ფოლკლორული ფრსტივალის "გრან-პრის" მფლობელი, ქორეოგრაფიული ანსამბლი „არსიანი“, /ხელმძღვანელი ჯონი დუგლაძე/. ინდივიდუალური შემსრულებლები: 5.საერთაშორისო ფესტივალ „მომავლის ვარსკვლავები - 2017“ - ის ლაურეატი, მეექვსე კლასის მოსწავლე მარიამ მჭედლიძე, ვიოლინო..../პედაგოგი ლელა ქუმსიაშვილი, კონცერტმაისტერი ლია სონღულაშვილი/ 6. ვაჟა ჩაჩავას სახელობის საერთაშორისო ფესტივალის მე-3 ადგილის მფლობელი, მესამე კლასის მოსწავლე ანასტასია მჭედლიძე. /ფორტეპიანო/ და საერთაშორისო ფესტივალ „მომავლის ვარსკვლავები - 2017“ - ის ლაურეატი, მეორე კლასის მოსწავლე თეკლა მასურაშვილი. / ფორტეპიანო....პედაგოგი ლიალია ბალანჩივაძე/. ლექსები წაიკითხეს სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა : მარიამ ახვლედიანმა, დეა ბეგოიძემ, რუსუდან ლაღიძემ, .ნიკოლოზ თავართქილაძემ, თორნიკე დარსალიამ, ნიკოლოზ ფორჩხიძემ, /პედაგოგი მაყვალა ანთაძე/ .იოანე ვარდუკაძემ /პედაგოგი რუსუდან რევაზიშვილი/ და სკოლა-პანსიონის კურსდამთავრებულმა ლუკა ლომსაძემ.
სიმღერები შეასრულეს სტუმრებმა: გორის მუნიციპალიტეტის, მერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ანა გნოლიძემ და იანო მეზვრიშვილმა, ტირძნისის საჯარო სკოლის მოსწავლემ ნიკა გუგუნაშვილმა, ხურვალეთის საჯარო სკოლის მოსწავლემ ქეთევან ჯავახიშვილმა წარმოადგინა მის მიერ გადაღებული ანიმაციური ფილმი.
საღამოს მონაწილეებს მიესალმა - სრულიად საქართველოს შოთა რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი, პოეტი დავით შემოქმედელი. სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა სოფელ მეღვრეკისის საჯარო სკოლის პედაგოგმა მანანა ხმიადაშვილმა.
საერთაშორისო ასოციაცია "არსიანის" სახელით სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს პროექტის კოორდინატორებმა - თეონა მუმლაძემ და თამარ სამხარაძემ, პროექტი შეაჯამა და საბოლოო სიტყვა წარმოთქვა საერთაშორისო ასოციაცია "არსიანის" დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ ნანა /ციცინო/ ანთაძემ.
კონცერტის პარალელურად ვესტიბულში მოეწყო სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა და პროფესიული სწავლების /მიმართულების მემეჯერი - კახაბერ ვარდუკაძე/ სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა: ფერწერაში /პედაგოგი გაიოზ ზანდარაშვილი/, თექის /პედაგოგი ანა მაისურაძე/, ხის მხატვრული დამუშავება /პედაგოგი გია ალუღიშვილი/, ეროვნული სამოსი /პედაგოგი რუსუდან არჯევანიძე/, ტიხრული მინანქარი /პედაგოგი იოსებ ზანგალაძე/.
შემოქმედებითი საღამოს მომზადებაში მონაწილეობდნენ: რეჟისორი კობა სხილაძე, კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი რუსუდან რევაზიშვილი, სახელოვნებო მიმართულების კოორდინატორი თამილა ფოლაიშვილი, სკოლა-პანსიონის დირექტორის თანაშემწე იოსებ აფაქიძე, ტექნიკური რეჟისორი ზურაბ გოგოლაძე.
კონცერტს ესწრებოდნენ თბილისელ მოსწავლეთა მშობლები, მასწავლებლები, ხელისუფლებისა და თბილისის საზოგადოების წარმომადგენლები.





უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613329 
დღეს: 324 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.