Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის სახელოვნებო მიმართულების მოსწავლეებმა ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

2017 წლის 17 მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნა. ფილარმონიასთან დილიდანვე შეიკრიბნენ ნაძალადევისა და გლდანის რაიონის ტაძრების სამღვდელოება და მრევლი.სტუმრები ეპარქიებიდან: ზემო სვანეთისა და მესტიის მიტროპოლიტი ილარიონი /ქიტიაშვილი/, მარგვეთის ა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი /ხაჩიძე/, ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი /ლიპარტელიანი/ - სამღვდელოებასთან და მრევლთან ერთად.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პარაკლისი აღავლინეს მიტროპოლიტმა ილარიონმა და დეკანოზმა დავით დათუაშვილმა. პარაკლისის შემდეგ, გაიმართა საზეიმო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები /ვაჟთა ფოლკლორული, ქორეოგრაფიული და ხალხურ საკრავთა ანსამბლი "არსიანი", გლდანის მთავარანგელოსთა დასის სახელობის ტაძრის/წინამძღვარი, დეკანოზი დავით დათუაშვილი/ სამრევლო სკოლის ანსამბლი "ბარაკონი", მუხიანის წმიდა ეკატერინეს სახელობის ტაძრის /წინამძღვარი, დეკანოზი ილია ჩაკვეტაძე/ ლიტერატურული თეატრი, ნაძალადევის ამაღლების სახელობის ტაძრის /წინამძღვარი დეკანოზი ბაქარ სოსელია/ გოგონათა დუეტი.
სიტყვით გამოვიდნენ და შეკრებილ ხალხს ოჯახის ტრადიციებსა და სიწმიდეზე ესაუბრნენ: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივრსიტეტის რექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვახტანგ სართანია, ფილილოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე.
13 საათზე მობრძანდა ივერიისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატები და დაიწყო მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრისაკენ, სადაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პარაკლისი აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა. აქვე მოხდა მრავალშვილიანი ოჯახების დაჯილდოება.





უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613329 
დღეს: 324 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.