Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა -პანსიონის მოსწავლეთა წარმატება 71-ე სასწავლო შემოქმედებით კონფერენციაზე

2017 წლის 29 აპრილს, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლში ჩატარდა მოსწავლეთა 71-ე სასწავლო შემოქმედებითი კონფერენცია, რომელიც გამოჩენილი მეცნიერის ევგენი ხარაძის ხსოვნას მიეძღვნა.
კონფერენციაზე წარდგენილი თემების დასაცავად მიწვეული იყო სკოლა - პანსიონის ორი მოსწავლე: სამართალმცოდნეობის სექციაში - მეათე კლასის მოსწავლე ნაზი შაინიძე (პედაგოგი თეა ხარაზიშვილი). და ჟურნალისტიკის სექციაში - მეცხრე კლასის მოსწავლე ნინო გაგნიძე (პედაგოგი თეონა მოდებაძე). .
აღსანიშნავია, რომ ნაზი შაინიძის თემამ, „ქართული სამართლის ძეგლები“ დიდი მოწონება დაიმსახურა. მან კვალიფიციურად დაიცვა თავისი ნაშრომი და სამართლიანად დაიმსახურა პირველი ხარისხის დიპლომი.
ასევე საინტერესოდ წარიმართა ჟურნალისტიკის სექციის მუშაობა, სადაც ნინო გაგნიძის თემამ „დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო ...“ მოწონება დაიმსახურა და სიგელით დაჯილდოვდა.
მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში, რომელსაც ესწრებოდნენ გამოჩენილი მეცნიერები, ბიზნესმენები, სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლები, მოსწავლეები და მშობლები.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ სკოლა-პანსიონის პედაგოგები თეა ხარაზიშვილი, თეონა მოდებაძე და კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი რუსუდან რევაზიშვილი.
ვულოცავთ, ჩვენს მოსწავლეებს და პედაგოგებს ამ დიდ აღიარებას. ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს





უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მალხაზ ქოიავა






























შემოსვლები
სულ: 613329 
დღეს: 324 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.