Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2017-2018 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2017-2018 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

სკოლა-პანსიონის ლიტერატურულმა თეატრმა ზუგდიდის სააღდგომო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა

2017 წლის 20-22 აპრილს ქ. ზუგდიდში, ცაიშისა და ზუგდიდის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით გაიმართა ტრადიციული სააღდგომო ფესტივალი, რომელშიც საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი საგანმანათლებლო დაწესებულებები ღებულობდნენ მონაწილეობას.
ფესტივალის ორგანიზატორი და მასპინძელი გახლდათ ზუგდიდის წმიდა გიორგის სახელობის გიმნაზია /დირექტორი მანანა ნაჭყებია/, რომელსაც მომდინარე წელს დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა.
ფესტივალის პირველ დღეს, 20 აპრილს ზუგდიდის კულტურის ცეტრ "ოდიშში" გაიმართა გიმნაზიის დაარსების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო, რომელზეც სხვა გიმნაზიის ხელმძღვანელებთან ერთად სიტყვა წარმოთქვა და ზუგდიდის გიმნაზიას იუბილე მიულოცა თბილისის წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, მან სამახსოვრო საჩუქრები გადასცა ზუგდიდის გიმნაზიას და ცაიშისა და ზუგდიდის მიტროპოლიტ გერასიმეს, ასევე ქალბატონ მანანა ნაჭყებიას, რომელიც ამასთანავე იუბილარია.
ფესტივალის მეორე დღეს, 21 აპრილს, ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია "ჩემი კუთხის ქრისტიანული რეალიები", სადაც სკოლა-პანსიონის მოსწავლემ დავით ჯორბენაძემ წარადგინა საინტერესო თემა - ზემო აჭარის ქრისტიანული რეალიების შესახებ.
ფესტივალის მესამე დღეს, 22 აპრილს კულტურის ცენტრ "ოდიშში" გაიმართა დასკვნითი საფესტივალო კონცერტი, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის 26-მა საპატრიარქოს გიმნაზიამ მიიღო მონაწილეობა.
მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონმა ამჯერად წარმოადგინა სკოლის ლიტერატურული თეატრის სპექტაკლი: ამერიკელი მწერლის ო. ჰენრის "უკანასკნელი ფოთოლი".
ფესტივალი შეაჯამა და მონაწილეებს საჩუქრები გადასცა საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ /გამრეკელი/





უკან დაბრუნება









კალენდარი
ნოემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ანა ბროლაძე
- ნინი გულედანი
- გიორგი შავიძე






























შემოსვლები
სულ: 613837 
დღეს: 190 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.