Home Page About Us



სახელმძღვანელოების ნუსხა 2015-2016 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოების ნუსხა 2015-2016 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2015-2016 ს.წ. I-XII კლასები
 




















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა მშობლების საყურადღებოდ!
1. ახალი 2016/2017 სასწავლო წელი დაიწყება 2016 წლის 14 სექტემბერს!
2.ძირითად საგანმანათლებლო პროგრამებზე ხელშეკრულებების გაფორმება დაიწყება 1 სექტემბერს და დასრულდება 13 სექტემბერს...
დაწვრილებით || Share on Facebook

მოსწავლის ფორმის მოდელები
მოსწავლის ფორმებთან დაკავშირებით!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაწვრილებით || Share on Facebook

2016-2017 სასწავლო წელს თამარ მეფის სახელობის სკოლა-პანსიონში I კლასში მოსწავლეთა სია
1. ალანია ნინო
2. აკთუნაშილი მართა
3. ანთაძე ანანო
4. ბაბუნაშვილი ანა ...
დაწვრილებით || Share on Facebook



სკოლა-პანსიონის დირექცია

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37  || არქივი


2016-11-25
სკოლა-პანსიონის მოსწავლეები წიგნის პრეზენტაციაზე

2016 წლის 25 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები, სკოლის დირექტორის დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა მეფე თამარის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში, მწერალ ბესარიონ სოლოღაშვილის ტრილოგიის „ესე ტაძარი“ პრეზენტაციას დაესწრნენ, რომელიც ქალაქ თბილისის მერიის მთავარი ბიბლიოთეკის ლიტერატურული სალონის (ხელმძღვანელი ცისანა ქოჩეჩაშვილი) მიერ იყო ორგანიზებული.
დაწვრილებით || Share on Facebook

2016-11-19
მერვე კლასელი მოსწავლეები კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრს სტუმრობდნენ

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში, დირექტორის დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით გრძელდება პროექტი „ჩვენ ვმეგობრობთ თეატრთან“
19 ნოემბერს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრს, წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის 8ა კლასის მოსწავლეები ეწვივნენ. ისინი თეატრალურ სხვენში დაესწრენ სპექტაკლს „დარისპანის გასაჭირი „ რომელიც დავით კლდიაშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით არის შექმნილი (რეჟისორი გიორგი კავილაძე)
დაწვრილებით || Share on Facebook

2016-11-11
სკოლა-პანსიონის მოსწავლეები ამჯერად საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველ საარტილერიო ბრიგადას ესტუმრნენ

2016 წლის 11 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები და პედაგოგები, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ხელმძღვანელობით საქართველოს შეიარაღებული ძალების I საარტილერიო ბრიგადას ეწვივნენ და საიუბილეო თარიღი მიულოცეს.
დაწვრილებით || Share on Facebook

2016-11-06
სკოლა-პანსიონში ტრადიციული შემოდგომის ზეიმი გაიმართა რომელიც შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს მიეძღვნა.

2016 წლის 5 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში /დირექტორი დეკანოზი მირიან სამხარაძე/ გაიმართა ტრადიციული შემოდგომის ზეიმი, რომელიც მიეძღვნა შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს.
დაწვრილებით || Share on Facebook

2016-10-27
სკოლა-პანსიონში მიმდინარეობს კვირეული „მოვეფეროთ იაკობს და დედა ენას“

სკოლა-პანსიონში , ტრადიციულად ყოველი წლის ოქტომბერში აღინიშნება იაკობ გოგებაშვილის ხსოვნის დღეები. წელს დიდ მწერალს და ეროვნულ მოღვაწეს დაბადებიდან 176 წელი შეუსრულდა, ამასთანავე 140 წელი გავიდა „დედაენის“ შექმნიდან .
დაწვრილებით || Share on Facebook

2016-10-21
სკოლა-პანსიონის მოსწავლეები და პედაგოგები საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 მექანიზებულ ბრიგადას ეწვივნენ და 25 წლის იუბილე მიულოცეს

2016 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები და პედაგოგები, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ხელმძღვანელობით საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებულ ბრიგადას ეწვივნენ და საიუბილეო თარიღი მიულოცეს.
დაწვრილებით || Share on Facebook

2016-10-13
სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა პატივი მიაგეს საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ხსოვნას.

2016 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა პატივი მიაგეს საქართველოს ეროვნული გმირის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის მერაბ კოსტავას ხსოვნას.
მოსწავლეები და ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი "არსიანი" დილით ადრიანად გაემგზავრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში, სადაც 25 წლის წინათ - 1989 წლის 13 ოქტომბერს ავტოკატასტროფაში დაიღუპა მერაბ კოსტავა.
დაწვრილებით || Share on Facebook

2016-10-04
სკოლა-პანსიონში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სწავლებაზე ახალი სასწავლო წელი დაიწყო

2016 წლის 4 ოქტომბერს - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა პანსიონში საზეიმოდ დაიწყო ახალი სასწავლო წელი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაზე.
დაწვრილებით || Share on Facebook

2016-10-01
სკოლა-პანსიონის სამხატვრო სტუდიის მოსწავლეები მხატვარ ილო პატაშურის სახელოსნოს სტუმრობდნენ

2016 წლის 1 ოქტომბერს სკოლა-პანსიონის ხელოვნების მიმართულების,სამხატვრო სტუდიის მოსწავლეები, პედაგოგ გაიოზ ზანდარაშვილთან ერთად, გამოჩენილი ქართველი მხატვრის, ილო პატაშურის სახელოსნოს ესტუმრნენ. ბატონი ილო საინტერესო ფერწერული ტილოს ავტორია და ახალგაზრდა თაობის დიდი მეგობარია.
დაწვრილებით || Share on Facebook

2016-09-26
ახალი ინოვაციური ტრენინგი სკოლა-პანსიონში

2016 წლის 29 სექტემბერს, მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში, უფროსკლასელ მოსწავლეთა და პედაგოგებისათვის საგანმანათლებლო რესურსების უკეთ გამოყენების მიზნით ორგანიზაცია Educare Georgia –ს მიერ ჩატარდა ტრენინგ-პრეზენტაცია.
დაწვრილებით || Share on Facebook

2016-09-24
სკოლა-პანსიონის მოსწავლეები და პედაგოგები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ლევილის მამულის საქართველოსადმი გადმოცემის დოკუმენტს შეეგებნენ

2016 წლის 24 სექტემბერს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე საფრანგეთის რესპუბლიკიდან დაბრუნდა, სადაც 23 სექტემბერს ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის აქტს მოეწერა ხელი, რითაც დასრულდა 25 წლიანი ისტორიული პროცესი და მამული მის კანონიერ მემკვიდრეს, ქართველ ხალხს დაუბრუნდა.
დაწვრილებით || Share on Facebook

2016-09-23
მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში სკოლა-პანსიონის მოსწავლეები სამხატვრო აკადემიას სტუმრობდნენ

2016 წლის 23 სექტემბერს მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში სამხატვრო სტუდიის მოსწავლეები ღია კარის დღეზე ეწვივნენ აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას. ღონისძიება მოიცავდა გაცნობით ტურს აკადემიის ცენტრებში.
დაწვრილებით || Share on Facebook

2016-09-22
სკოლა-პანსიონის მოსწავლეები სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმს სტუმრობდნენ

22 სექტემბერს სკოლა-პანსიონის მე-9 კლასის მოსწავლეები კლასის დამრიგებელ თეა ქვრივიშვილთან და ქართული ენის პედაგოგ თეონა მოდებაძესთან ერთად, ეწვივნენ სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმს, სადაც მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში დაათვალიერეს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენა „ვეფხისტყაოსანი და ქართული ხელნაწერი“
დაწვრილებით || Share on Facebook

2016-09-22
სკოლა-პანსიონის მე-10 კლასის მოსწავლეები კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდნენ

2016 წლის 22 სექტემბერს სკოლა-პანსიონის მე-10 კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ თამთა ხარატიშვილთან ერთად, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრს ეწვივნენ.
დაწვრილებით || Share on Facebook

2016-09-21
მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეულის კიდევ ერთი საინტერესო დღე

21 სექტემბერს, მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის XIა და XIბ კლასის მოსწავლეები სკოლა-პანსიონის დირექტორის დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით ეწვივნენ სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, სადაც დაათვალიერეს, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოფენა-„ვეფხისტყაოსანი და ქართული ხელნაწერი“.
დაწვრილებით || Share on Facebook

2016-09-20
სკოლა-პანსიონის მოსწავლეები მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალზე

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით 17 სექტემბრიდამ 25 სექტებმბრის ჩათვლით მიმდინარეობს მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი . ფესტივალზე საინტერესო პროგრამაა წარმოდგენილი .-აქტივობებით და პროექტებით ჩვენი სკოლა-პანსიონის მოსწავლეებიც დაინტერესდნენ.
დაწვრილებით || Share on Facebook

2016-09-16
სკოლა-პანსიონის მუსლიმანური აღმსარებლობის მოსწავლეთა ერთი ჯგუფი, თბილისის მეჩეთში ლოცვაზე იმყოფებოდა.

2016 წლის 16 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მუსლიმანური აღმსარებლობის მოსწავლეთა ერთი ჯგუფი, თბილისის მეჩეთში ლოცვაზე იმყოფებოდა.
დაწვრილებით || Share on Facebook

2016-09-14
სკოლა-პანსიონში საზეიმო ვითარებაში დაიწყო მე-8 ახალი სასწავლო წელი

2016 წლის 14 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში საზეიმო ვითარებაში დაიწყო მე-8 ახალი სასწავლო წელი
დაწვრილებით || Share on Facebook

2016-09-04
2016 წლის 4 სექტემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში მუშაობას შეუდგა მინანქრის საერთაშორისო სიმპოზიუმი

2016 წლის 4 სექტემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში მუშაობას შეუდგა მინანქრის საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელიც ეძღვნება შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლისთავს.
დაწვრილებით || Share on Facebook

2016-07-05
პროფესიული განათლების პედაგოგთა ტრენინგი მემინანქრის სპეციალობაში.

2016 წლის 5 ივლისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში გაიმართა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (TPDC) მიერ ორგანიზებული პროფესიული განათლების მასწავლებელთა ტრენინგი "მემინანქრის" სპეციალობაში.
დაწვრილებით || Share on Facebook

2016-07-05
გაიმართა ზოგადი განათლების პედაგოგიური საბჭოს სხდომა

2016 წლის 5 ივლისს გაიმართა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა მეფე ტამარის სახელობის სკოლა-პანსიონის ზოგადი განათლების პედაგოგიური საბჭოს სხდომა
დაწვრილებით || Share on Facebook

2016-06-08
სკოლა-პანსიონს ხულოს მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი "ბერმუხა" სტუმრობდა

2016 წლის 8 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონს ხულოს მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი "ბერმუხა" სტუმრობდა
დაწვრილებით || Share on Facebook

2016-06-07
სკოლა-პანსიონის სამხატვრო სტუდიის მოსწავლეთა კიდევ ერთი გამარჯვება

2016 წლის 7 ივნისს, ელენე ხვლლედიანის სახელობის ბავშვთა ნახატების გალერიაში გაიმართა საქათველოს ხელოვანთა კავშირის „ხელოვანები მომავლისათვის“ - მომავლის ვარსვკვლავები - 2016 , ნორჩ მხატვართა დაჯილდოვება, რომელშიც ჩვენი სკოლა-პანსიონის ხელოვნების მიმართულების ფერწერის წრის მოსწავლეები ღებულობდნენ მონაწილეობას.
დაწვრილებით || Share on Facebook

2016-06-05
სკოლა-პანსიონის მე-7ა კლასის მოსწავლეებმა ბეთანიის მონასტერი მოილოცეს

2016 წლის 5 ივნისს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მე-7ა კლასის მოსწავლეები (დამრიგებლები: ნატალი კობერიძე) იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე ბეთანიაში მოსწავლეებმა მოილოცეს ბეთანიის ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტერი, თაყვანი სცეს წმინდა მამა ნიკოლოზისა და მამა გიორგის წმინდა სხეულებს. აღფრთოვანდნენ მეფეთ-მეფე თამარის ფრესკით.
დაწვრილებით || Share on Facebook

2016-06-04
სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა სოფელ ვარიანში იაკობ გოგებაშვილის სახლ მუზეუმი მოინახულეს

2016 წლის 4 ივნისს სკოლა-პანსიონის წმიდა ქეთევან წამებულის სახელობის II ბ კლასის მოსწავლეები, (კლასის დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) და მშობლები იაკობ გოგებაშვილის სახლ მუუზეუმში იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე. გზად მათ მოილოცეს სამთავისის ტაძარი, ატენის სიონი და უფლისციხე .
დაწვრილებით || Share on Facebook


1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37  || არქივი










კალენდარი
დეკემბერი 2016
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ნინო სეთურიძე






























შემოსვლები
სულ: 326743 
დღეს: 328 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.